Sunday, 25 November 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. ავტვირთეთ დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს. გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩევები. ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში დავიწყეთ 3 ნოემბერს და დავასრულეთ 25 ნოემბერს. პროექტის ფარგლებში განვიხილეთ ინტელის ელ. სახელმძღვანელო, პორტფოლიოს ჩეკლისტი, შეფასების რუბრიკა. დავათვალიერეთ შექმნილი პროექტები, თავისი რესურსებით.განვიხილეთ ერთი სანიმუშო პროექტი, შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე და ბლოგი.შევარჩიეთ სასწავლო პროექტის თემები , გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს , ბუკლეტის შაბლონებს და შევქმენით ბუკლეტები. მოვარგეთ სტანდარტი ჩვენს პროექტს და შევიმუშავეთ კითხვები პროექტისათვის. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის. ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ავსახეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაში.სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები. დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები. აღნიშნული ტრენინგი ძალზე საინტერესო და დატვირთული იყო. პირადად მე გავიღრმავე ცოდნა სასწავლო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ინგა კახიანს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის. პროექტის პრეზენტაცია

Saturday, 24 November 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ პეზენტაციის ატვირთვა ბლოგში, გავეცანით საქართველოს საავტორო უფლებების საიტს, გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ, ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებები შესახებ და პრეზენტაცია სანდო ინფომაციის მოძიებაზე ინტერნეტში. ვნახეთ მოსწავლეთა სანიმუშო ნამუშევრები, მოვიძიეთ ინფ.ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის და დავგეგმეთ ამაზე მუშაობა.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ როგორ უნდა განახორციელოს მასწავლებელმა ფასილიტაცია.დავათვალიერეთ ფასილიტაცია განყოფილებაში ფორმები, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. შევედით padlet-ში და შევქმენით padlet ჩვენი გეგმისთვის, რომელიც ჩავაშენეთ ბლოგზე.ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.დავწერეთ გამოყენებული ლიტერატურა და მოვათავსეთ პროექტის დამხმარეში.


Made with Padlet

Friday, 23 November 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული:დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.ვნახეთ პრეზენტაცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.ვისაუბრეთ რას ნიშნავს თვითრეგულაცია და ვისაუბრეთ როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად.ინტელის ვიუვერის ნაწილიდან დავათვალიერეთ და ავირჩიეთ მოსწავლეთა მხარდაჯერის პროექტები,აქედან შევქმენით სსსმ მოსწავლისთვის განკუთვნილი ფორმა და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.ვიმუშავეთ ბლოგზე.

Sunday, 18 November 2018

მეექვსე დღის რეფლექსია


ტრენინგის მეექვსე დღეს შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე.განვიხილეთ ანალიტიკური,ჰოლისტური,ზოგადი და კონკრეტული შეფასების რუბრიკები. ვნახეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები  და შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი შეფასების რუბრიკა.ავტვირთეთ ბლოგზე.
შეფასების რუბრიკა


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


4
3
2
1
თხრობითი ტექსტის მოსმენა და გაგება
მოსწავლე იგებს და ისმენს ტექსტს დაუბრკოლებლად, პასუხების გარეშე არ უშვებს არანაირ შეცდომას
მოსწავლე იგებს და ისმენს ტექსტს კარგად,ნაკლებად უშვებს შეცდომებს
მოსწავლე საშუალო დონეზე იგებს ტექსტს, უშვებს შეცდომებს თითქმის ყველა წინადადებაში.
მოსწავლის მოსმენისა და გაგების დონე დაბალია, ვერ ახერხებს ტემპში მოსმენას  უშვებს შეცდომებს,
გრამატიკულ ენობრივი სტრუქტურის დაცვა. წერილის დაწერა
 აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იცავს გრამატიკულ სტრუქტურას,რისი საშუალებითაც შეუძლია წერილის დაწერა
  იცის  გრამატიკულ კონსტრუქციებს გამოყენების წესი,თუმცა წერილის დაწერისას უშვებს მცირე გრამატიკულ შევდომებს
იცავს გრამატიკული სტრუქტურის  ელემენტარულ წესებს.წერილის დაწერისას უშვებს ბევრ გრამატიკულ შეცდომას

არ იცავს  გრამატიკის ელემენტარულ წესებს.ვერ ფლობს წერის კულტურას.
ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება
სრულყოფილად ფლობს ისტ-ის გამოყენების  ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები
იცის  საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას
დახმარებით შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება
არ ფლობს კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს

პრეზენტაცია
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო  საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება,  ლოგიკურად გადმოცემა
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
პრობლემის განსაზღვრა

სწორად განსაზღვრავს მიზანს,მსჯელობს პრობლემაზე,მოჰყავს არგუმენტები
    არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკას და პრობლემას
       დახმარებას საჭიროებს,რომ რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
    ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას დახმარების შემთხვევაშიც კი
ორგანიზება
ინფორმაცია წარმოდგენილია ლოგიკური თანმიმდევრობით. იდეებს შორის გადასვლები  ეფექტურია.

ინფორმაცია წარმოდგენილია შესაბამისი  თანმიმდევრობით.
წარმოდგენილი ინფორმაცია მეტ ორგანიზებას საჭიროებს.
წარმოდგენილი ინფორმაცია მეტ ორგანიზებას საჭიროებს.


Sunday, 11 November 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დგეს შევედით ვიუვერში.განვიხილეთ სხვადასხვა მეთოდი.შევედით პროექტების შეფასებაში. შევედით შეფასების სტრატეგიებში, განვიხილეთ თითოეული მათგანი.შევედით ბლოგზე,დავათვალიერეთ და დავიწყეთ შეფასების გეგმის შევსება.დავწერეთ შეფასების მოკლე მონახაზი.ვიმუშავეთ ბლოგში. შევქმენით ბლოგში ახალი ფურცლები.ავტვირთეთ ბუკლეტები დრაივში და გამოვაქვეყნეთ.

Saturday, 10 November 2018

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს შევედით საიტზე ncp.ge-ზე. დავათვალიერეთ სტანდარტები. ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ჩავსვით გეგმაში.შემდეგ ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები.გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს(ზოგადი, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს) და შევასრულეთ წყვილებში სამუშაო, კერძოდ ავაგეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი კითხვები და ჩავწერეთ გეგმაში.
ზოგადი:  რა არის თავისუფლება?
თემატური:   როგორი იყო თინეიჯერების ცხოვრება 40-იან წლებში?
                        როგორ იცვლება თინეიჯერების ცხოვრება წელიწადის დროების ცვლასთან                           ერთად?
  შინაარსობრივი: რა განსხვავებაა ბრიტანელსა და ქართველ თინეიჯერებს შორის?
როგორია თინეიჯერის ცხოვრების წესი?