ტრენინგის მესამე დღეს შევედით საიტზე ncp.ge-ზე. დავათვალიერეთ სტანდარტები. ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი სტანდარტები და ჩავსვით გეგმაში.შემდეგ ჩამოვაყალიბეთ პროექტის სასწავლო მიზნები.გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს(ზოგადი, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს) და შევასრულეთ წყვილებში სამუშაო, კერძოდ ავაგეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი კითხვები და ჩავწერეთ გეგმაში.
ზოგადი: რა არის თავისუფლება?
თემატური: როგორი იყო თინეიჯერების ცხოვრება 40-იან წლებში?
როგორ იცვლება თინეიჯერების ცხოვრება წელიწადის დროების ცვლასთან ერთად?
შინაარსობრივი: რა განსხვავებაა ბრიტანელსა და ქართველ თინეიჯერებს შორის?
როგორია თინეიჯერის ცხოვრების წესი?
No comments:
Post a Comment