Sunday, 25 November 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. ავტვირთეთ დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს. გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩევები. ინტელის ძირითადი კურსი - პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში დავიწყეთ 3 ნოემბერს და დავასრულეთ 25 ნოემბერს. პროექტის ფარგლებში განვიხილეთ ინტელის ელ. სახელმძღვანელო, პორტფოლიოს ჩეკლისტი, შეფასების რუბრიკა. დავათვალიერეთ შექმნილი პროექტები, თავისი რესურსებით.განვიხილეთ ერთი სანიმუშო პროექტი, შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე და ბლოგი.შევარჩიეთ სასწავლო პროექტის თემები , გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს , ბუკლეტის შაბლონებს და შევქმენით ბუკლეტები. მოვარგეთ სტანდარტი ჩვენს პროექტს და შევიმუშავეთ კითხვები პროექტისათვის. შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის. ჩვენს მიერ შერჩეული შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ავსახეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმაში.სასწავლო პროექტის გეგმაში გავწერეთ სასწავლო პროცედურები. დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები. აღნიშნული ტრენინგი ძალზე საინტერესო და დატვირთული იყო. პირადად მე გავიღრმავე ცოდნა სასწავლო პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროექტის დაგეგმვისას. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ინგა კახიანს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის. პროექტის პრეზენტაცია

No comments:

Post a Comment